სასწავლო პროექტები


                                  პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება

სახალხო თამაშები და მათემატიკა


პროექტში მონაწილეები

ჩანჩხალოს საჯარო სკოლის IX კლასის  მოსწავლეები: ელისო მამალაძე,ბექა დიასამიძე,თეონა დუმბაძე,როლანდი მიქელაძე,ქეთი მიქელაძე
პროექტის ფასილიტატორი  ლევან ქათამაძე


პრობლემის ანალიზი

თამაში ადამიანთა საქმიანობის ერთერთი სახეობაა.თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრდის ,განვითარებისა და სწავლის საქმეში, მომავალი ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით.ბევრი სახალხო თუ სპორტული თამაში მჭიდროდაა დაკავშირებული მათემატიკასთან ,თუმცა მოთამაშეები ხშირად ვერ იაზრებენ თამაშის მათემატიკურ პრინციპებს და მათი წარმატებები მხოლოდ გამოცდილებესა და ინტუიციას ეფუძნება.თანამედროვეობის საკმაოდ დიდი პრობლემაა ახალგაზრდების აზარტული თამაშებით დაინტერესება.მათ დამოკიდებულებას თამაშებისადმი რამდენადმე გონივრულს გახდიდა თამაშების მათემატიკური მოდელირება ,სტატისტიკის  და ალბათობის თეორიების ჭრილში განხილვა.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოახდინონ სხვადასხვა თამაშის მათემატიკური მოდელირება ,მასში აღმოაჩინონ მათემატიკურ-ლოგიკური კანონზომიერებები.თამაშების მიმართ ჩამოუყალიბდეთ გონივრული ,გასართობ-შემეცნებითი დამოკიდებულება.განუვითარდეთ მათემატიკური ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები.მოიძიონ ინფორმაცია პოპულარულ თუ  დავიწყებას მიცემული საინტერესო სახალხო თამაშების შესახებ და ჩასწვდნენ მათ მათემატიკურ შინაარსს
პროექტის ხანგრძლივობა
12 დღე, 22/03/2018-02/04/2018

პროექტის ამოცანები

პროექტის ამოცანებს შეადგენს მოვიძიოთ ქართული თუ სხვა ხალხების თამაშები .
 მოვახდინოთ იდენტიფიკაცია  და დავაჯგუფოთ ისეთი თამაშები რომელთა შინაარსი მათემატიკურ-ლოგიკურ პრინციპებს ემყარება .
დავადგინოთ თამაშში წარმატების მიღწევას რამდენად განსაზღვრავს მათემატიკური ცოდნა და უნარები.
მოვახდინოთ თითოეული თამაშის მათემატიკური მოდელირება .
მოვაწყოთ პროექტის შედეგების სასკოლო პრეზენტაცია.


მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების  ხალხურ თამაშებს და  მათი წარმოშობის ისტორიას,შეისწავლიან თამაშების მათემატიკურ კანონზომიერებებს,თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში რის საფუძველზეც განივითარებენ ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევებს,კვლევის,ანალიზის უნარებს.
ჩამოუყალიბდებათ თამაშების მიმართ ჯანსაღი,გონივრული დამოკიდებულება.

მიზნობრივი ჯგუფი

ჩანჩხალოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები


1.პროექტი გეგმის შედგენა ,დავალებების განაწილება მოსწავლეებზე,ვადების განსაზღვრა
2.მოპოვებული ინფორმაციის ციფრული ან წერილობითი სახით წარმოდგენა  სკოლაში.
3.დაგროვილი ინფორმაციის დამუშავება,კლასიფიკაცია,ანალიზი
4.პროექტის შედეგების თვალსაჩინოდ გაფორმება
5.პროექტის შედეგების სასკოლო პრეზენტაციის ორგანიზება

                                        პროექტის მოკლე შინაარსი
                                                                    
  მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მზარდი ინტერესი აზარტული თამაშების მიმართ თანამედროვეობის არცთუ ისე უმნიშვნელო პრობლემაა.ბევრ შემთხვევებში კი ის ოჯახების გაკოტრების, დანგრევის ,მეტიც ,თვითმკვლელობის მიზეზიც კი ხდება .მე ვფიქრობ პრობლემის მიჩქმალვა და იგნორირება არასწორი და დამღუპველია.ვთვლი რომ თამაშების მიმართ გონივრული და ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ბავშვებში ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს და ამაში საზოგადოებასა და ოჯახთან ერთად განსაკუთრებული როლი სკოლამ უნდა იტვირთოს.თამაშების გონივრული გამოყენება მნიშვნელოვნად ავითარებს მოსწავლეებში მათემატიკურ-ლოგიკურ აზროვნებას. ისეთი თამაშები როგორიცაა შაში, ჭადრაკი,დომინო ,ნარდი ავითარებს ზეპირი ანგარიშის ,გამოთვლების,ანალიზის და სინთეზის ,გეომეტრიული გარდაქმნების ჩატარების უნარებს.აღსანიშნავია რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი მათემატიკის დარგი როგორიცაა ალბათობის თეორია სწორედ თამაშებზე დაკვირვებით და მათი შესწავლით ჩაისახა XVII საუკუნეში ,პიერ ფერმასა და ბლეზ პასკალის მიმოწერებში.
  ყოველივე ზემოთქმულის გამო გამიჩნდა სურვილი მოცემულ თემაზე განმეხორციელებინა პროექტი ,რომლის ფარგლებშიც მოხდებოდა პოპულარული თუ მივიწყებული თამაშების მოძიება,შესწავლა ,მათემატიკური მოდელირება .მოსწავლეები ინტერესით შეხვდნენ ამ ინიციატივას და ხალისით შეუდგნენ მუშაობას.
  პროექტის თითოეულ მონაწილეს დაევალა მოეპოვებინა ინფორმაცია წიგნებიდან ,ინტერნეტიდან  ,ასევე გამოეკითხათ ოჯახის წევრები,თანასოფლელები ,ინტერნეტმეგობრები და შეგროვებული ინფორმაცია წერილობით თუ ციფრულ ფორმატში წარმოედგინათ კლასში.
   სამუშაო შეხვედრებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზთან ერთად უშუალოდ ნარდის ,დომინოს ,შაშის ,ჭადრაკის,ლოტოს  და საბავშვო ბანქოს გამოყენებით ვახორციელებდით ექსპერიმენტებს ,აღვნუსხავდით მიღებულ შედეგებს ,ვაფიქსირებდით შემჩნეულ კანონზომიერებებს და ვაკეთებდით დასკვნებს.
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეებმა მიაკვლიეს  აჭარაში გავრცელებულ ერთ ძველ მათემატიკურად ძალიან საინტერესო თამაშს  ,,დუზი”. მას უმეტესად ზამთარში თამაშობენ. სათამაშო დაფა წარმოადგენს მუყაოს ქაღალდზე,ფანერზე ან ფიცარზე შესრულებულ ერთმანეთში ჩახაზულ ოთკუთხედებს ,ოთხივე გვერდზე გავლებული მართობული მონაკვეთებით. თამაში მოითხოვს საზრიანობას და მოხერხებულ ტაქტიკური სვლების შესრულებას. თამაშის დროს ყურადღება მახვილდება იმაზე, ვინ უფრო ადრე დაფარავს ოთხკუთხედებს მარცვლებით.დუზის თამაშის დროს მოპირდაპირე მხარეებს აქვთ სხვადასხვა ფერის 9-9 ლობიოს ან სიმინდის მარცვალი. თითოეული მარცვალი ეწყობა ნახაზის კვეთაში.მოსწავლეებმა ინტერნეტშიც კი გააქვეყნეს მივიწყებული თამაშის წესები და სათამაშო დაფის ნიმუში.
დასასრულს შესაბამის საპრეზენტაციო ფორმატში მომზადების შემდეგ პროექტის შედეგები გაცნობილ იქნა სასკოლო საზოგადოებისათვის.

                                                      პროექტის რეფლექსია
  პროექტის თემატიკის აქტუალობამ და ორიგინალობამ იმთავითვე განსაზღვრა მისი წარმატება.თუმცა წარმატების მთავარი მიზეზი სწორად დაგეგმილი აქტივობები და პროექტის მიზნების მათემატიკის სასკოლო პროგრამასთან ,ესგ-ს სდანდარტებსა და ინდიკატორებთან სრული შესაბამისობა იყო.
  პროექტი დავგეგმე ისე რომ მისი განხორციელების პროცესში ,სხვადასხვა ეტაპზე გადასაჭრელი ამოცანა დამეკავშირებინა მათემატიკის კონკრეტულ თემასთან ,ამოცანის გადაწყვეტის ინსტრუმენტად გამომეყენებინა სასკოლო კურსიდან მათთვის უკვე კარგად ნაცნობი წესები ,ფორმულები ,თეორემები .მაგალითად,პროექტის პირველ ეტაპზე მონაცემთა მოპოვება ,გადამუშავება ,ანალიზი დავუკავშირე სტატისტიკის თეორიას;სათამაშო სვლები ჭადრაკში,ნარდსა და შაშში -გეომეტრიულ გარდაქმნებს;კამათლის გაგორებისას მოსული ციფრები-ალბათობის თეორიას,და ა.შ.
  პროექტის თემატიკის აქტუალობამ ,მისი შინაარსის მრავალფეროვნებამ ,თემის სხვადასხვა მიმართულებით შესწავლის შესაძლებლობებმა მომცა საშუალება აქტიურად ჩამერთო პროექტში თითოეული მოსწავლე მათი ინტერესების და უნარების შესაბამისად.
  პროექტის აქტივობები გამიზნულად დავგეგმე ისე რომ მეტი საჭიროება ყოფილიყო მოსწავლეთა შორის ურთიერთდახმარებისა ,თანამშრომლობისა,რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა მათში გუნდური მუშაობის უნარი,სხვისი მოსაზრების  მოსმენის და პატივისცემის ,საკუთარი პოზიციის დაცვის ,არგუმენტირებულად მსჯელობის უნარები. ასევე აღსანიშნავია თემის მოსახლეობასთან ,უხუცესებთან გამოკითხვის ,ინტერვიუს წარმოების კულტურის ჩამოყალიბება,მოპოვებული  მასალების გაფილტვრა ,მნიშვნელოვანის ,მიზნებთან დაკავშირებულ ინფორმაციის აღმოჩენაში გაწაფვა.
  პროექტის ფარგლებში წარმოშობოლი პრაქტიკული საკითხების ,ცხოვრებისეული ფაქტების მათემატიკური ,გეომეტრიული ინტერპრეტაციის საჭიროებამ მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაარწმუნა მათემატიკის როლსა და მნიშვნელობაში ,გაზარდა მათი ინტერესი ამ საგნის მიმართ.
  განხორციელებული პროექტის შედეგებმა,საკითხის მიმართ მონაწილეთა და სასკოლო საზოგადოების მიერ გამოჩენილმა დიდმა ინტერესმა შთამაგონა შემდეგშიც გავაკეთო მსგავსი პროექტები,თუმცა, გამოცდილების საფუძველზე გარკვეულ კორექტივებს შევიტან მის შინაარსსა და აქტივობებში.პირველ რიგში პროექტისათვის განვსაზღვრავდი უფრო ხანგრძლივ დროს,აგრეთვე გავზრდიდი მონაწილეთა რაოდენობას ,ვინაიდან საკითხის მრავალფეროვნება ,მისი სიღრმისეულად შესწავლა მოითხოვს მეტ დროსა და ენერგიას.აქცენტს გავაკეთებ უძველეს ქართულ თამაშებზე ,როგორიცაა „ასკინკილა“ ,“ლახტაობა“,“კენჭობანა“ ,“თარჩია“ და სხვადასხვა ასპარეზობები,შევეცდები მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს კუთხეების  მივიწყებულ ხალხურ თამაშებზე,მოახდინონ მათი მათემატიკური მოდელირება ,გეომეტრიული ინტერპრეტაცია.რაც არამხოლოდ აამაღლებს მათ მოტივაციას მათემატიკისადმი, არამედ მშობლიური ქვეყნის წარსულის ,მისი ტრადიციების მიმართაც გააღვივებს სიყვარულს.









Комментариев нет:

Отправить комментарий

სტატია

 კიბერუსაფრთხოება  ბავშვები რისკის ზონაში                 ბავშვები  რისკის   ზონაში (ინტერნეტი-ახალი შესაძლებლობები ,ახალი საფრთხეები)