გაკვეთილის გეგმები


                                                              გაკვეთილის გეგმა
                                                   მათემატიკა 9 კლასი
კლასი/კლასები
IX კლასი
მასწავლებელი
ლევან ქათამაძე
ჩატარების დრო
27/03/2018
გაკვეთილის თემა
დეკარტის კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი



სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაერკვევიან წერტილის,ობიექტის კოორდინატების მათემატიკურ შინაარსში.შეძლებენ ორ წერტილს შორის მანძილის პოვნას სიბრტყეზე. განუვითარდებათ მათემატიკური ცოდნის ტრანსფერის უნარი.შეძლებენ თავად დაადგინონ  ობიექტის კოორდინატები უშუალო გაზომვებით და პირიქით,ცნობილი კოორდინატების მიხედვით იპოვონ ობიექტი.
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
·         1.საორგანიზაციო საკითხები.საკლასო ჟურნალის შევსება,სიის ამოკითხვა. 2 წთ
·         საშინაო დავალების შემოწმება .პრობლემური დავალების განხილვა3 წთ
·         2.გაკვეთილის მიზნის გაცნობა .მოსწავლეებს დავუსვამ სადისკუსიო კითხვას რა მნიშვნელობა აქვს ყოფა-ცხოვრებაში,მეცნიერებასა და ტექნიკაში სხეულის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრას სივრცეში .მიღებული პასუხების შეჯერება-განზოგადების საფუძველზე განვსაზღვრავ გაკვეთილის მიზანს.5 წთ.
·         3.წინარე ცოდნის აქტივაცია .მოსწავლეებს გავახსენებ რიცხვით ღერძს,მექანიკის ძირითად ამოცანას,მართკუთხა საკოორდინატო სისტემას .სიბრტყეზე წერტილის მდებარეობის განსაზღვრას X და  Y კოორდინატებით.დავსვამ სადისკუსიო კითხვას :როგორ შეიძლება დავახასიათოთ სხეულის მდებარეობა სიბრტყეზე და სივრცეში მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ ვარაუდებში შევარჩევ გაკვეთილის მიზანთან უფრო ახლოს მყოფ ,რაციონალურ პასუხს. 7 წ.
·          4.მოსწავლეებს დაფასთან და ვთხოვ ააგონ რიცხვითი ღერძი.შემდეგ  მოცემული  კოორდინატით იპოვონ  წერტილი და პირიქით წერტილის მდებარეობის მიხედვით  დაადგინონ კოორდინატი.  აქვე შემომაქვს ორ წერტილს შორის მანძილის ცნება და პითაგორას თეორემის საფუძველზე გამომყავს ფორმულა. 4 წთ



·         5.საკლასო სამუშაო.გამომყავს მოსწავლე დაფასთან  და ვაძლევთ დავალებას :ააგოს ორი ურთიერთგადამკვეთი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღერძები.
შემომაქვს ორდინატთა და აბსცისათა ღერძების ცნება .მოსწავლეს ვეხმარები თავად შეძლოს მოც.კოორდინატებით წერტილის პოვნა.
აქვე შემომაქვს ორ წერტილს შორის მანძილის ცნება და პითაგორას თეორემის საფუძველზე გამომყავს ფორმულა. 10 წთ.



·         6.ჯგუფური მუშაობა.მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად.ვაძლევ წინდაწინ მომზადებულ ფურცლებს შესაბამისი დავალებებით:ა) წვეროების მოცემული კოორდინატებით ააგონ სამკუთხედი ბ) დაადგინონ მოცემული გეომეტრიული ფიგურის წვეროების კოორდინატები.5წთ

·         7. სათანადო კითხვების დასმით და მიღებული პასუხებით  ვაფასებ მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნის ხარისხს ,ვაზუსტებ და ვუხსნი მათთვის ბუნდოვან საკითხებს  4 წთ.

·         8.საშინაო დავალება,განმარტებები.2წთ
·         10. შეფასება-განმსაზღვრელი და განმავითარებელი.მოსწავლეებს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით: გაკვეთილში ჩართულობა ,დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა,მათემატიკური  ტერმინოლოგიის მართებული გამოყენება,მსჯელობა -დასაბუთების უნარი,საკუთარი პოზიციის ნათლად წარმოდგენა და დაცვა ,თანამშრომლობის უნარი . 3 წთ.

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები
დაგეგმილი აქტივობებისთვის გათვალისწინებული დრო შეიძლება გაიწელოს ემოციური ,გაკვეთილის მსვლელობის ბუნებრივ -ლოგიკური ფაქტორების გამო.ამიტომ დროის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად განხორციელდეს  მისი  მკაცრი მონიტორინგი ,საჭიროების შემთხვევაში კი მოსწავლეთა ათვისების დონის შესაბამისად მოხდეს კლასისთვის ბუნდოვანი საკითხების მომდევნო გაკვეთილზე განხილვა.
სასწავლო რესურსები
·          მათემატიკის სახელმძღვანელო ,დაფა ,ცარცი ,სახაზავი, ,სამუშაო რვეულები,კომპიუტერი პროექტორით

შეფასება და თვითშეფასება (შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები)
გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.მოსწავლეთა ცოდნის დონეს შევაფასებ თანდართული სქემის მიხედვით.




საკლასო სამუშაოს შეფასების სქემა
შედეგები
1 - 4 .
5 – 6 .
7 – 8 .
9 – 10 .

მათემატიკური ცნებების ტერმინების  ცოდნა
დახმარების გარეშე ვერ აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, ვერ მოაქვს მაგალითები
არასრულყოფილად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს. უჭირს მაგალითებისა და ფორმულების დაახელება
ძირითადად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, მოჰყავს ფორმულები და მაგალითები
ყოველთვის იცის ცნებები, განმარტებები.
მოჰყავს მაგალითები
ცოდნის გამოყენება
დახმარების გარეშე ვერ პოულობს ამოცანის რომელიმე გზა, ვერ მიდის ცოდნის გამოყენებამდე
არასრულყოფილად პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას. ვერ ასრულებს მას
ძირითადად პოულობს ამოცანისადმი ამოხსნის გზას, მაგრამ ხარვეზებით
ყოველთვის პოულობს ამოცანის ამოხსნის გზასიშვიათად უშვებს შეცდომებს (9); იყენებს ცოდნას
კავშირი მათემატიკურ ობიექტებს შორის
დახმარების გარეშე ვერ ამყარებს კავშირს მათემატიკურ ობიექტებს შორის
არასრულყოფილად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ობიექტებს შორის
ძირითადად ამყარებს  კავშირს სხვადასხვა ობიექტებს შორის 
ყოველთვის ამყარებს  კავშირს სხვადასხვა ობიექტებს შორის; იშვიათად უშვებს შეცდომებს (9);
შედეგი მიღწეულია
გამოთვლები
გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე. შედეგი არაადეკვატურია
არასრულყოფილად აკეთებს გამოთვლებს, შედეგი არასრულყოფილია
გამოვლები მეტნაკლებად სწორია, უმცა შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს
გამოთვლები სწორია, თუმცა შეიცავს მექანიკურ შეცდომებს (9);
არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი



                                           საშინაო დავალების შეფასების სქემა


კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
წერითი სამუშაოები
არა აქვს დავალება ,ან არსწორადაა შესრულებული
დავალება ნაწილობრივ სწორადაა შესრულებული
შესრულებულია შეცდომებით
შესრულებულია უმნიშვნელო შეცდომებით
უშეცდომოთაა სესრულებული
სავარჯიშოების ამოხსნის გზის მოძებნა
ამოხსნის გზა არასწორია
გამოყოფს საძიებელ სიდიდეებს ,ცდილობს იპოვოს ამოხსნის გზა
პოულობს ამოხსნის გზას ,თუმცა ვერ მიდის პასუხამდე
ამოხსნის გზა ნაპოვნია მაგრამ  ხსნის ხარვეზებით
ირჩევს ამოხსნის ოპტიმალურ გზას ,პასუხს ცემს კითხვებს და ასაბუთებს
მათემატიკური ოპერაციების ფლობა
არ ჩეუძლია მათემატიკური ოპერაციების ჩატარება
იცის მაგრამ ვერ იყენებს მათემატიკურ ოპერაციებს პრაქტიკულად
შეუძლია მსჯელობა მაგრამ ვერ იყენებს სრულყოფილად
აყალიბებს ,მსჯელობს .იყენებს ადექვატურად
აყალიბებს ,მსჯელობს ,იყენებს ,აკავშირებს ერთმანეთთან და ასაბუთებს


Комментариев нет:

Отправить комментарий

სტატია

 კიბერუსაფრთხოება  ბავშვები რისკის ზონაში                 ბავშვები  რისკის   ზონაში (ინტერნეტი-ახალი შესაძლებლობები ,ახალი საფრთხეები)