სასწავლო რესურსები

სასწავლო რესურსები
                                         
 1.სასწავლო  რესურსი კლინომეტრი
                                                                                                                                  რესურსის აღწერა-შექმნა,გამოყენება
  კლინომეტრი კუთხის საზომი ხელსაწყოა . მისი საშუალებით შეიძლება გავზომოთ  მიუდგომელი კუთხე,დავადგინოთ ხაზის ან სიბრტყის დახრილობა .ეს ხელსაყო გამოიყენება საზღვაო საქმეში ,ასტრონომიაში ,გეოლოგიაში .
 ვინაიდან კლინომეტრი არ წარმოადგენს რთულ კონსტრუქციას ამიტომ ის შეიძლება სკოლის ბაზაზე ,მოსწავლეების თვალწინ , მათი მომაწილეობით შევქმნათ და ეფექტურად გამოვიყენოთ .
 ამ სასწავლო რესურსის,კლინომეტრის  შესაქმნელად დაგვჭირდება ტრანსპორტირი ,ძაფი ,სიმძიმე რასაც ძაფზე დავკიდებთ,სწორი ჯოხი ან სახაზავი .
  ტრანსპორტირის ცენტრში სკოჩით მივამაგრებთ ძაფს ,და ძაფზე ჩამოვკიდებთ სიმძიმეს .ზოგიერთ ტრანსპორტირს ცენტრში აქვს ნახვრეტი ,ასეთ შემთხვევაში  მასში გავატარებით  ძაფს და სკოჩის გარეშე მივამაგრებთ .
  ტრანსპორტირის სწორ ნაწილს გავათანაბრებთ და მასზე მივამაგრებთ სწორ ჯოხს ან სახაზავს .
  საძიებელი კუთხის ზომის დასადგენად კლინომეტრს ვიჭერთ ისე რომ დამკვირვებლის თვალი ,ტრანსპორტირზე მიმაგრებული სახაზავი და კუთხის წვერო ერთ წრფეზე იყვნენ დალაგებული .ამ დროს ძაფი .მასზე დაკიდებულ ტვირთზე მოქმედი სიმძიმის ძალის გავლენით ტრანსპორტირის სკალას გადაკვეთს რიცხვთან  რომელიც  საძიებელი კუთხის სიდიდის ტოლია.
 
                                                       
                                              რეფლექსია
მოცემული რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლის ინტერესს მათემატიკის როგორც მეცნიერების მიმართ.ობიექტთან მიუსვლელად მისი ზომების განსაზღვრის ამოცანებს როგორც წესი მოსწავლეები დიდი ხალისით და ინტერესით უდგებიან .ამ რესურსის გამოყენებით იქმნება  შესაძლებლობა ეფექტურად წარვმართოთ კეთებით სწავლების პროცესი ,გავნსაზღვროთ სკოლის შენობის  ,ხეების თუ ანძების სიმაღლე,მოვაწყოთ გასვლითი გაკვეთილი სოფლის შემოგარენში რაიმე რთულად მისადგომი  ობიექტის ზომების შესაფასებლად  .
 ვფიქრობ VII-XII კლასებში ეფექტურად გამოვიყენებთ აღნიშნულ რესურსს ისეთი თემების გავლის დროს როგორიცაა კუთხე,ტოლი და მსგავსი მრავალკუთხედები ,სინუსების და  კოსინუსების თეორემა და ა.შ.

2)სამკუთხედის დასაკეცი მოდელი

რესურსის აღწერა- შექმნა,გამოყენება
  რესურსი წარმოადგენს მუყაოს ქაღალდისგან გამოჭრილ სამკუთხედს . მის ერთერთ გვერდზე შერჩეულია წერტილი ისე რომ სამკუთხედის წვეროები ცალკეული ღერძული სიმეტრიებით აისახონ ამ წერტილზე. ასეთ შემთხვევაში ფურცლის წვეროების გადმოკეცვით სამკუთხედის კუთხეების სამივე წვერო თავს მოიყრის  მოცემულ წერტილში და კუთხეების გაერთიანება შექმნის გაშლილ კუთხეს ,რომლის ზომაც 180 გრადუსია.
  მოცემული რესურსის დამზადება არ მოითხოვს დიდ დროს ,და მისი შექმნის პროცესში შეიძლება თავად მოსწავლეებიც ჩავრთოთ.ასევე საკმაო ეფექტს იწვევს მოსწავლეებში  ფანერის ან დიფტისაგან დამზადებული აღნიშნული რესურსი ,სამკუთხედი ,რომლის წვეროები ფანჯრისებურად გამოიღებიან ან ჩაიხურებიან  და მოახდენენ სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამის 180 გრადუსთან ტოლობის დემონსტრირებას.
 
                                                     
                                                     
                                                            რეფლექსია
მოცემული რესურსი თეორემას სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამის შესახებ მოსწავლეთათვის უფრო თვალსაჩინოს და დამაჯერებელს ხდის .ეხმარება მათ თვალნათლივ დაინახონ მოცემული დებულების შინაარსი.
 აღნიშნული რესურსის გამოყენებით მოსწავლეს შესწავლილი მასალა უფრო ადვილად დაამახსოვრდება. მას განუვითარდება დაკვირვების ,კრიტიკული ანალიზის ,სიმეტრიის აღქმის,შეგრძნების უნარები
   მოცემული რესურსს წარმატებით გამოიყენებენ VII კლასის მოსწავლეები სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამის შესწავლის დროს.ასევე მაღალი კლასების მოსწავლეები გეომეტრიული წარმოდგენების გასაფართოებლად  ,პრობლემისადმი ექსპერიმენული მიდგომის უნარების გასავითარებლად .
 



Комментариев нет:

Отправить комментарий

სტატია

 კიბერუსაფრთხოება  ბავშვები რისკის ზონაში                 ბავშვები  რისკის   ზონაში (ინტერნეტი-ახალი შესაძლებლობები ,ახალი საფრთხეები)